+(995 32) 237 58 21

+(995 595) 04 11 88 ან +(995 558) 00 18 48

ფასდაკლება I'Coo Pii Duo Set

ნაცვლად 1250 ლარისა      1010 ლარად.    კოდი: 330579 და 330562

ახალი და ინოვაციური პროდუქტი გერმანული ფირმა Hauck-ის პრემიუმ ხაზისგან I'Coo.

Pii Duo Set გადააჭარბებს თქვენს მოლოდინებს. I'Coo Pii Duo Set შედგება ბავშვის ჩასაწვენი კალათისაგან და დასაჯდომი ბლოკისაგან. Pii გთავაზობთ მაღალ ხარისხსა და საუკეთესო მართვის სისტემას. საჭის სიმაღლე რეგულირდება ერთი ხელით, ამიტომ ნებისმიერი სიმაღლის ადამიანი იპოვის თავის სასურველ საჭის მოდგომარეობას. ფართე და გრძელი კალათა, თავის მატრასით, საკმაოდ დიდ ადგილს სთავაზობს თქვენს პატარას. ასევე მასში ინტეგრირებული მწერებისგან დამცავი ბადე და გადასაფარებელი რომელიც ჩასაფენთან ერთად ქნის ბავშვის კონვერტს. კალათის მოხსნა ხდება ძალიან მარტივად. უბრალოდ დააჭირეთ ორ ღილაკს და მოხსენით კალათა. 

როდესაც ბავშვი წამოიზდება, თქვენ დაგჭირდებათ სასეირნო ბლოკი, რომელიც ასევე შედის კომპლექტში. სასეირნო ბლოკი შესაძლებელია დამაგრდეს მოძრაობის მიმართულებით, ისევე როგორც საწინააღმდეგო მიმართულებით. საზურგე და ფეხის დასადები მოძრაობს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მათი რამდენიმე პოზიციის წყალობით, ადვილად შესაძლებელია სასურველი პოზიციის მოძებნა თქვენი ბავშვისთვის, მიუხედავთ იმისა ზის ბავშვი თუ სძინავს მას. მთავანარი ინოვაცია კი ის არის რომ ეტლს კეპში აქვს დამონტაჟებული დინამიკები, საკმარისია მასზე შევაერთოთ  MP3 Player -ი ბავშვის საყვარელი მელოდიებით თუ ზღაპრებით და ბავშვის ხასიათი მომენტალურად გამოსწორდებ.

შესანიშნავი ამორტიზატორების სისტემის წყალობით, არანაირი დაბრკოლება არ არის ძნელად გადასალახი. დაკეცვის უნიკალური პრინციპის წყალობით კი ეტლი შესაძლებელია მოათავსოთ ისეთი პატა მანქანის საბარგულშიც კი როგორიცაა SMART-ი

უმაღლესი ხარისხის ნაჭერი და დარბილებები, გაპრიალებული ალუმინის კორპუსი და დახვეწილილი დიზაინი, მთლიანობაში ქმნის პროდუქტს, რომელიც დაუვიწყარი იქნება თქვენთვის და თქვენი პატარასათვის.