+(995) 595 04 11 88 +(995) 595 04 11 86 +(995) 595 04 11 89

ფასი1100

კოდი149553

Rapid 3 Plus Trioset

ეს სპორული და დახვეწილი ეტლი გაგაოცებთ ინოვაციური და კარგად მოფიქრებული დაკეცვის სისტემით. Rapid 3 -თან ერთად ყველაფერი შესაძლებელია სწრაფად გააკეთოთ, რადგან მხოლოდ ერთი ხელით შესაძლებელია მისი დაკეცვა და გადაადგილება, როდესაც მეორე ხელი ყოველთვის თავისუფალი გაქვთ თქვენი პატარასათვის. ეს შესანიშნავი კომპლექტი შედგება: ბავშვის ჩასაწვენი კალათისაგან რომელსაც მოყვება თავისივე ორთოპედიული მატრასი და გამოიყენება 0-თვიდან, ასევე მანქანის სავარძელი რომელიც შეგიძლიათ ასევე ჩააყენოთ ეტლში და გამოიყენება 0-დან 13 კგ-მდე და რა თქმა უნდა სასეირნო ნაწილი რომელიც განკუთვნილია 3 წლამდე ბავშვებისათვის.

Rapid 3 შესანიშნავი თანამგზავრია ნებისმიერი გასეირნებისას, მისი წინა ბორბლები (რომლების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩაიკეტოს) არის 360 გრადუსით მბრუნავი.სამივე ბორბალზე სეპარატულად დამონტაჟებული ამორტიზატორები არასწორ და ქვეიბიან გზებზეც კომფორტულს გახდის გადადგილებას.

ბავშვის ჩასაწვენ კალათასათან ერთად კომბინირებისას Rapid 3 შეგიძლით გამოიყენოთ 0 თვიდან. კალათი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული მასალისაგან, რომელიც Easy-Fix-System-ის საშუალებით მარტივად შეიძლება ჩაყენდეს ეტლის კორბუსში, ისევე როგორც მანქანის სავარძელი რომელიც ასევე დამზადებულია ანტიალერგიული და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან და ასევე აქვს უნიკალური დარბილებები რომელიც უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის მგზავრობას.

წამოიზარდა პატარა? რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ უკვე სპორტული ეტლი რომელიც გამოიყენება 3 წლამდე. მას აქვს დასაწოლიდან დასაჯდომამდე რამდენიმე პოზიცია და შესაძლებელია მოარგოთ თქვენი შვილის მოთხოვნილებებს, რათა მან უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს თავი. ხუთ პუნქტიანი ღვედი და მუხრუჭი კი ზრუნავენ ბავშვის უსაფრთხოებაზე.

P.S. მანქანის სავარძელი შესაძლებელია კომბინირებულ იქნას იზო ფიქს ბაზისთან, რომლის შეძენაც შესაძლებელია სეპარატულად. (= Isofix Basis für Comfort Fix)