+(995 32) 237 58 21

+(995 595) 04 11 88 ან +(995 558) 00 18 48

ფასი1500

კოდი143131

Soul Plus Trio Set

ჩვენი საოცრად მსუბუქი და კომპაქტურად კეცვადი ეტლი გათვლილია პატარა საბარგულზეც კი.ამ ექსკლუზიურ  Soul Plus Trio Set ეტლს მოჰყვება ჩვილის ჩასაწვენი კალათი თავისი მატრასით , მანქანის სავარძელი ,პოზიციებიანი სპორტული კორპუსი + ფეხის გასათბობი და რეზინის რბილი საბურავები.

 ამ კომპლექტით ხომ  ყველა გასეირნება  სიამოვნებად გექცევათ.საბურავები 360° ით მოძრავი და ფიქსირებადია  .თავისი მსუბუქი ალუმინის კორპუსით ეტლი საოცრად მანევრირებადია და საშუალებას იძლევა რბილად და მოხერხებულად გადაადგილდეს  თვით ქვაფენილზეც კი.რბილი ბორბლები და ამორტიზატორები მარტივად უმკლავდებიან ყველა დაბრკოლებას გზებზე.სასიამოვნოდ რბილი ხელის მოსაკიდი მორგებადია ყველა სიმაღლეზე. ეტლს ამშვენებს ასევე მის კიდეზე კომფორტულად  მდებარე  ბოთლის  მოსათავსებელი.

 თუ თქვენ მოათავსებთ საბავშვო კალათს კორპუსში,რომელიც ძალიან მარტივად მაგრდება მასზე ,იგი თქვენი პატარისათვის დაბადებისთანავე მისაღები, კომფორტული  და უსაფრთხო იქნება. ასეთივე მარტივია მანქანის სავარძლის დამაგრება ეტლზე ,რომელიც ასევე დაბადებიდანვე გამოყენებადია. იგი თავისი Isofix Base ძალიან კომფორტული  და უსაფრთხოა მანქანით გადაადგილებისას.ასევე  იცავს თქვენს პატარას მისი 3 პუნქტიანი ქამარი .იმისათვის რომ პატარებმა თავი ყოველთვის კარგად იგრძნონ ,გამოყენებული იქნა მხოლოდ ჯანმრთელი და უსაფრთხო  მასალები.

სასეირნოდ  კორპუსზე დამაგრებული მანქანის სავარძელი მოხერხებული და კომფორტულია.იგი ერთი ხელის მოძრაობით ძალიან მარტივად დამაგრებადი და მოხსნადია  ეტლიდან ,ამ მოძრაობებისას კი თქვენს პატარას არანაირად არ შეაწუხებთ მშვიდი ძილის დროს.

 

როდესაც თქვენი პატარა წამოიზრდება ,მას საშუალება ეძლევა კომფორტული და ლამაზი ეტლიდან ,ინტერესით ათვალიეროს გარე სამყარო.ეტლს გააჩნია პოზიციები, რომელიც თქვენს შვილზე მორგებადი და კომფორტულია .იგი მარტივად გადადის დასაჯდომიდან დასაწოლ  მდგომარეობაში.მისი ფეხის საყრდენიც მოძრავია.ასევე ეტლს აქვს თავზე გადმოსახური ,რომელიც არაჩვეულებრივად იცავს თქვენს შვილს მზისგან ,წვიმისგან  და ქარისგან და რა თქმა უნდა ფერით შეხამებული ფეხის დასათბუნებელი დამატებით კომფორტს გპირდებათ.

5 პუნქტიანი ქამრით და წინა მოაჯირით კი  ყველგან და ყოველთვის დაცულია ბავშვი.ეტლს აქვს ძალიან საიმედო მუხრუჭები,ასევე გააჩნია ეტლის ქვეშ მოთავსებული კალათი ,თქვენი და პატარის დამატებითი ნივთებისათვის.